საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 398 ადამიანი, 6 კი გარდაიცვალა.

მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 22803
  • გამოჯანმრთელებულია – 9401
  • მათ შორის გარდაცვლილია – 178
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  4408
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები –  1848
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  3155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 41 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 31 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share