ოპოზიციამ ამ ორი თვის განმავლობაში, როცა ისინი რეგიონებში გავლენ მოსახლეობასთან, მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ესაუბრონ ხალხს, თუ როგორი ცუდი მთავრობა გვყავს(ყველა მიმართულებით) ამას ისედაც საკუთარ თავზე გრძნობს ყველა, ვისაც ამის დანახვის სურვილი გააჩნია.ოპოზიამ ეს დრო უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს აუხსნან, რას აპირებს მომავალი მთავარობა იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეების უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით მიაღწევენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მშვიდობიანი გზით შეცვლიან არსებულ რეალობას, რის გაკეთებას აპირებენ ისინი. რატომ არის დღეს ხალხი სრულ ნიჰილიზმში და უიმედობაში ჩავარდნილი? საითაც გაიქცნენ, ყველგან წაიქცნენ… სწორედ ამ რეალობიდან დახსნაა საჭირო. ხალხს მარტივ, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნა, რომ “ქართული ოცნება” აქედან კიდევ ათი წელი რომ დატოვო ხელისუფლებაში ისინი ვერცერთ ნაბიჯს ვეღარ გადადგამენ წინ, რადგან მათი ყველანაირი რესურსი ამოწურულია და თითოეული დღე, მათი ხელისუფლებაში ყოფნის, პირდაპირ ნიშნავს ამ ქვეყნის უკუსვლას, თან ძალიან სწრაფი ტემპით! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა დაინიშნოს, რომ ოცნებამ არჩევნები მოიპარა, არამედ იმიტომაც რომ 2024 არსებული რეალობის შენარჩუნება ნიშნავს – კიდევ მეტ გაღარიბებულ ოჯახს, დაკარგულ სამუშაო ადგილებს, კიდევ უფრო გაძვირებულ ცხოვრებას, სრულიად ჩამოქცეულ ეკონომიკას, საქართველოდან გაქცეულ კიდევ უფრო მეტ ქართველს და ა.შ თუ ყველაფერს სწორად, გასაგებად და სამართლიანად მივიტანთ მოსახლეობამდე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღი, იქნებ საერთოდ აქეთ შემოგვთავაზოს ხალხმა!-წერს ასკურავა