ჭყონდიდის ეპარქიაში 350 ადამიანისთვის სუფრა იშლება. ყოველგვარი რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე, ტრაპეზს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან, მარტვილში, ორგანიზებულად ჩაყვანილი მრევლი დაესწრება.
ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ღვთისმშობლის ის ხატი დააბრძანეს, რომელის “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს აფხაზეთიდან უკან დაუბრუნეს.
არსებული ინფორმაციით, სწორედ ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ორგანიზებით ჩაიყვანეს მრევლი მიკროავტობუსებით სამეგრელოში და თითოეულ მათგანზე თანხაც იყო გამოყოფილი. სავარაუდოდო 10-20 ლარის ფარგლებში.
მეუფე სტეფანემ დღევანდელი ქადაგების დროს ჭყონდიდის ეპარქიაში, 2 კვირის წინ მომხდარ ინციდენტში ჟურნალისტები და ის სასულიერო პირები დაადანაშაულა, რომლებიც თვითონვე დასაჯა.
მღვდელმთავარი ამბობს, რომ ისინი “ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულები” და “მართულები არიან”. საკუთარ საქციელს კი, როდესაც მეორე სართულის აივნიდან ჩამოვარდნილი ადამიანები არ მოინახულა, მეუფე სტეფანე მღვდელმსახურებითა და გალობით ხსნის და ამართლებს. ის ინციდენტის მონაწილე ყველა პირს და ჟურნალისტებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ წირვას ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავრებიც და დიდი რაოდენობით მრევლი ესწრებოდა, შესაბამისად ადრეული იყო რეგულაციები და უსაფრთხოების ზომები.