როგორი იქნება განახლებული ბულვარი ურეკში-პროექტზე კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა

დაბა ურეკში, ბულვარის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირებისა და კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების მიზნით ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება კი 4 273 412 ლარია.

„მომსახურების მიზანია დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ქუჩების და ბულვარზე გასასვლელების მოწყობის და რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და კორექტირებული პროექტის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოება,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას და შესრულებულ სამუშაოებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, ურეკის ბულვარისა და მისი მიმდებარე ქუჩების მოწყობის სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ მოცულობებთან მიმართებაში ხარისხიანად შესრულებულია 46 %-ით, ამას გარდა დეფექტურად შესრულებულია სამუშაოების 14 % და დარჩენილია შესასრულებელი 40-%. დეფექტურად შესრულებული სამუშაოები მოიცავს ბორდიურების, დეკორატიული ფილების, სველი წერტილების, საფეხმავლო და ველო ბილიკების სამუშაოებს. მოსაძიებელია მათი აღდგენის მეთოდები.

შეგახსენებთ, რომ ურეკში ბულვარის განახლების მიზნით ტენდერი 2019 წლის აპრილში გამოცხადდა. სამუშაოების განხორციელება კი იმავე წლის ივნისში დაიწყო. ტენდერში შპს “იუ თი ჯიმ” გაიმარჯვა.

urek.jpg

urek123455.jpg

urek1234.jpg

urek.jpg

urek12.jpg

urekiii.jpg

urek123455.jpg

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: