საბანაძეზე: გადადგომა გადაწყვეტილი ჰქონდა 16 მარტის ასოცირების საბჭოს შემდგომ

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირში საქართველოს ელჩისა და ქართული მისიის ხელმძღვანელის, ნატა საბანაძის გადადგომას ეხმაურება. უწყება წერს, რომ საბანაძეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თანამდებობის დატოვება გადაწყვეტილი ჰქონდა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც 16 მარტს გაიმართა.

“მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ, რომელიც ა.წ. 16 მარტს გაიმართა”. – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ნატა საბანაძე გადადგა. ამის შესახებ საბანაძემ თავის Facebook-გვერდზე დაწერა. ნატა საბანაძე 2013 წლიდან იყო საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share