მოქალაქე ზაზა მდივანი ყვება, რომ ბერა ივანიშვილისთვის სოციალურ ქსელში გინების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა სცემეს. ზაზა მდივანი ფაქტს სადამსჯელო ოპერაციას უწოდებს. “იყვნენ თვალებამდე აწეული შავი ნიღბით და კაპიშონით, თვალებიც არ ჩანდა. მიზეზის გარეშე, არც რამე შელაპარაკება. უცებ დამარტყა. შრამი შუბლზე არ არის მუშტით მოყენებული, ეს ან კასტეტია, ან იარაღის ტარია. წავიქეცი, მერე შემდგნენ, კარგად მცემეს და ხმა არ ამოუღიათ. აი, რატომ გცემთ, რისი გულისთვის გცემთ, ან შეეგინებინათ – არაფერი ხმა არ ამოუღიათ. ხომ ხედავთ ჩემს თვალს, მცემეს და უცებ გაიქცნენ. ესენი იყვნენ მოგზავნილები, არ აინტერესებდათ მე ვინ ვარ, რა ვარ. 6 მარტი იყო ხომ, ღარიბაშვილის ჩანაწერები? დიდი რეაქცია მქონდა, უარყოფითი. როგორ შეიძლება, რომ სკოლის მოწაფეზე… ჩაფსმული მივა, ვაბშე ვერ მივა, ვაგინე ბერას Facebook-ზე, სტატუსებზე. ყველა სტატუსზე ვაგინე. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია”. – თქვა მდივანმა TV პირველის ეთერში.