21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუნის სინდრომის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს უერთდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი ლოზუნგია, „ჩვენ ვაკავშირებთ“.

„მიმდინარე კვირას შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.

სიმონ პეტრიდისი, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ორბელიანის მოედანზე დაგეგმილ „ჭრელ ბაზრობაში“, რომელიც უამინდობის გამო, 21 მარტის ნაცვლად 28 მარტს გაიმართება.

როგორც სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავს და ამ მიზნით სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დაგეგმილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share