რაც გუშინ ვნახეთ, ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდია – მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე

საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს და გუშინ ჩვენ ამაში დავრწმუნდით – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს.

მიხეილ სააკაშვილი მძევლების აყვანისა და სპეცოპერაციის შესახებ FACEBOOK მიმართვაში საუბრობს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგია:

რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ? ასეთი რამე არა მხოლოდ საქართველოში არ იყო არასოდეს წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ, ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების მმართველობის სისტემას – ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ სამართალდამცველებს და სუს-ს გუშინ მთელი ყურადღება ენმ-ს შეხვედრისკენ ჰქონდა მიმართული, შედეგად კი ზუგდიდში, დღისით, ხალხმრავალ ადგილას შეიარაღებული პირი, ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, შეიჭრა ბანკში და აიყვანა მძევლები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share