პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, ტვ “მთავარის” ეთერში გასულ სუს-ის საიდუმლო ფაილების თემას ეხმაურება, სადაც ჩაწერილია ინტერვიუ პირთან, რომელიც სხვის ბინებში სათვალთვალო კამერებს აყენებდა და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: “ამჯერად “მთავარის” სიუჟეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ის ხომ დამანგრეველია, რაც ვნახეთ – ის რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი აღარ არსებობს და რითი არიან დაკავებული “სამართალდამცავი” სტრუქტურები, მაგრამ სრულიად გამანადგურებელია ჩვენი რეაქცია იმაზე, რასაც ვუყურებთ – სრული ფრუსტრაცია, სრული ნიჰილიზმი, სრული უდარდელობა, სრული ფეხებზემკიდიობა – ჩვენი, როგორც საზოგადოების, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეულებრივ ნაწილად აღვიქვამთ იმ კოშმარს, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლის ფეხით გათელვას, რის წინააღმდეგადაც გუშინ, დღეს, ხვალ დედაბუდიანად ქუჩაში უნდა ვიდგეთ და უსასწრაფოესად ფუნდამენტურ ცვლილებებს, ამ ავადმყოფი სისტემის ამოძირკვას და ძალაუფლების იმგვარ დანაწილებას უნდა ვითხოვდეთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ადამიანების გადაგვარებისგან და ამგვარი ხელისუფლებებისგან დაგვაზღვევს. ეს არის ყველაზე მძიმე შედეგი იმ ჰიბრიდული ომისა, რომელმაც ეკონომიკის, პოლიტიკის, სამართლის, სოციალური სფეროს, განათლების სისტემების მიზანმიმართული ნგრევის პარალელურად, სწორედ ქართულ საზოგადოების ცნობიერებას შეუტია და მოსრა, ნებელობა, ენერგია და საკუთარი თავის პატივისცემა და მომავლის რწმენა წაართვა. მოკლედ, ეს ფსკერია და ამ სიტუაციიდან გამოსვლის გეგმაა უსასწრაფოესად მოსანახი და ასამოქმედებელი!!! მთელი დარჩენილი ეროვნული ენერგია ამას უნდა მიემართოს”!!!-წერს ლაგაზიძე.