სააკაშვილი-შექმენით რამე იმაზე უკეთესი, რაც ჩემს დროს იყო და მაშინ გახდება სააკაშვილი წარსული

“დღეს რუსეთი არის ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ საქართველოში რეფორმები ბოლომდე ჩამოიშალა და ისევ დაუბრუნდა ძველ ჭაობს”-აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციის სამოქმედო გეგმასაც აფასებს და მათ ხალხთან უფრო ახლოს ყოფნას ურჩევს:“აუცილებლად უნდა ჩავიდნენ ყველა რეგიონში, სოფელში, ქალაქში. ბევრჯერ ჩავიდნენ და ხალხს ჩახედონ თვალებში. ტელეეთერებში იარონ რაც შეიძლება ნაკლები, რადგან ტელევიზიით ნათქვამ სიტყვას ბევრად ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე მათთან პირისპირ საუბარს. ილაპარაკონ იქ ჩასულებმა ხალხის პრობლემებზე და არ ნულოვან ბარიერებზე, რასაც ადგილების გადანაწილების სუნი უდის.

“სააკაშვილი არის წარსულში”-შექმენით რამე იმაზე უკეთესი, რაც წარსულში იყოდა მაშინ სააკაშვილი გახდება წარსული და მე ეს უფრო გამიხარდება. ვინაიდან, იმ ე.წ. წარსულთან შედარებით დღესდღეობით ყველაფერი უარესდება, მოდით ჯერ დავუბრუნდეთ საწყის წერტილს და მერე ვიაროთ წინ. ერთპიროვნული მმართველობა ვერავინ ვერ უნდა შეძლოს და საქართველოში უნდა იყოს კოალიციური ფართო შეთანხმება, მთავარიკი უნდა იყოს ქართველი ხალხო”-განაცხადა სააკაშვილმა “პოსტ ფაქტუმში”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share