“ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება” – ევროკომისარი

“ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი”  – ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

”Sputnik V საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ” – აღნიშნა ბრეტონმა.

ევროკომისარის ამ კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share