საქართველო მსოფლიოში თხილის მწარმოებელი ქვეყნების შვიდეულშია

საქართველოდან ახალი თხილისა და კაკლის ექსპორტი გაორმაგდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 7,2 მლნ აშშ დოლარის ქართული პროდუქტი გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 15,8 მლნ აშშ დოლარის (ადგილობრივი ექსპორტი). ამასთან, 2020 წლის აგვისტოდან, 2021 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველომ 89,3 მლნ აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტის/წარმოების მხრივ, საქართველო შვიდეულში შედის. კერძოდ, როგორც East fruit-ი წერს, მსოფლიოში თხილის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი თურქეთია. თურქეთზე მოდის მსოფლიო წარმოების 70%, ხოლო მსოფლიო ექსპორტის – 75%. დანარჩენი 25% კი იტალიაზე, აზერბაიჯანზე, აშშ-ზე, ჩილეზე, საქართველოსა და ირანზე. უფრო კონკრეტულად: იტალია 7%, აზერბაიჯანი – 3%, აშშ – 3%, ჩილე -3%, საქართველო – 2%, ირანი – 2%.

როგორც გამოცემა წერს, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, თურქეთიდან თხილის ექსპორტის მოცულობა 19% -ით შემცირდა, რამაც ამ ქვეყნის თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 11% -ით შეამცირა. ამასთან, საექსპორტო სეზონის განმავლობაში 2020/21 (1-ლი სექტემბერი – 2020 წლის 31 დეკემბერი), თურქეთმა 106,8 ათასი ტონა (732,8 მლნ აშშ დოლარი) თხილის ექსპორტი განახორციელა, ეს მაშინ, როდესაც 2019/20-ის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 168,0 ათას ტონას (1,1 მლრდ დოლარი) შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 36,4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ქართულ თხილს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. ტოპ-10 ქვეყანა კი, სადაც საქართველომ 2021 წლის იანვარ-თებერვალში თხილის ექსპორტი განახორციელა, ასე გამოიყურება:

  • გერმანია – 4, 2 მლნ აშშ დოლარი (704,3 ტონა)
  • იტალია – 2,1 მლნ აშშ დოლარი (339,4 ტონა)
  • რუსეთი – 1, 2 მლნ აშშ დოლარი – (205,9 ტონა)
  • ბელარუსი – 888,5 ათასი აშშ დოლარი ( 138,6 ტონა)
  • ჩეხეთი – 874, 3 ათასი აშშ დოლარი (143,8 ტონა)
  • საფრანგეთი -829,6 ათასი აშშ დოლარი (127 ტონა)
  • სომხეთი – 813,3 ათასი აშშ დოლარი (186,5 ტონა)
  • ლიეტუვა – 699,3 ათასი აშშ დოლარი (107,5 ტონა)
  • უკრაინა – 620,4 ათასი აშშ დოლარი (134,2 ტონა)
  • ყირგიზეთი – 535, 3 ათასი აშშ დოლარი (202,7 ტონა)

გარდა ამისა, ქართული თხილი იყიდება: უზბეკეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, სლოვაკეთში, სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, ყაზახეთში, ისრაელში და ა.შ.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    9 აპრილის ტრაგედიას შეწირული 21 გმირი! - დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სისხლიანი დღე1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გმირული და ტრაგიკული დღეა. 9 აპრილს ქართული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობას და საბჭოთა იმპერიის რეჟიმიდან გათავისუფლებას ითხოვდა. 1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა. ამ დღეს საზოგადოებრივი ერთიანობის შეგრძნება ყველაზე მეტად…
    Tags: წლის, და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    მაკო გომურის მიმართვა ხელისუფლებას და ელისაშვილსმაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    “…ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! ალბათ, მიკბინა და თვითონ მოიწამლა და დაიბრიდა…” – ირინა სარიშვილიპოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “ქუჩიდან შემოსული, ფართხუნა შარვალი მაცვია და წვივის ზემოთ რაღაც უცხო სხეულმა შემაწუხა. ხელი შევყავი და გამოვიღე მკვდარი მორიელი! კუდაპრეხილი მკვდარი! მე რომ ზოგადად მწერების ფობია მაქვს და ბუზზეც რომ შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე, ეს ყველა ჩემმა ახლობელმა იცის. მორიელთან, ცოცხალთან ადრეც მქონდა შეხება, როცა 2…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 95
    2021 წელს საზამთროს იმპორტი 5-ჯერ, ნესვის კი 2-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ახალი საზამთროს და ნესვის იმპორტი გაიზარდა. თუ შარშან 5 თვეში ქვეყანამ 63,55 ტონა (19,01 ათასი დოლარი) ნესვი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 119,9 ტონა (21,94 ათასი დოლარი) შეადგინა. საზამთროს იმპორტის შემთხვევაში კი ზრდა რეკორდულია, არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ პანდემიურ 2019 წელთან შედარებითაც კი.…
    Tags: ათასი, დოლარი, ტონა, და, წლის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები