გახარია რაზე ილაპარაკებს, წარმოდგენა არ მაქვს- ბოლქვაძე

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან პარტიები და ახალ პარტიასაც მიესალმება დემოკრატიული სამყარო და ამაში განსაკუთრებულს მე ვერაფერს ვხედავ.
რაზე ალაპარაკდება ბატონი გიორგი გახარია, ამაზე მე წარმოდგენა არ მაქვს. მე პირადად, ბატონ გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მასთან მქონდა ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და მე ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი…”- თქვა TV პირველთან საუბარში  ქართული ოცნების დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ.  ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share