65 და 75 წელს ზემოთ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დაჩქარებულად შეუძლიათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 65 და 75 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა. ეს ჯგუფები გახლავთ მოწყვლადი ჯგუფები, რომლისთვისაც საშიშია კორონავირუსი, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.
პორტალი ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან, იქამდე კი მოქალაქეებს 1525-ზე მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რის მიხედვითაც ისინი დარეგისტრირდებიან პორტალზე.
ექიმებზე ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ ისინი ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ აქამდე ჰქონდათ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.