2021 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,115 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი 18,747 მლნ ლარით მეტია წინა თვესთან და 32,085 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში კომერციული ბანკების წმინდა მოგება იყო 100,030 მლნ ლარი, მიმდინარე წლის იანვარში კი 113,368 მლნ ლარი.
ამასთან, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ბანკებმა 424,936 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯებმა კი 281,156 მლნ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელი კომერციული ბანკებისთვის საკმაოდ რთული იყო. მხოლოდ მარტში ბანკები 943,1 მილიონიან ზარალზე გავიდნენ. მარტის შემდეგ ბანკები ზარალზე არ გასულან. საბოლოო ჯამში, 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა 99,262 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს.
ცნობისათვის, დღეის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.