ირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები მქონდა და ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის პატრიოტი”, – განაცხადა ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გიორგი გახარიამ პირველი კომენტარი გააკეთა.