კახი კავსაძის მდგომარეობა მძიმეა – ტურძელაძე

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარებოა სტაბილურად მძიმეა. მსახიობი მკურნალობის კურსს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, მსახიობი აპარატის გარეშე სუნთქავს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: