“გახარია “ქართული ოცნების” ხმებზე დაჯდება”

კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თუკი გახარია პარტიას გააკეთებს “ქართული ოცნების” ხმებზე დაჯდება და ეს არის ძალიან რეალისტური მოცემულობა.

ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუკი ყოფილი პრემიერ მინისტრი ჩამოაყალიბებს პარტიას და იმ ვადამდელ არჩევნებში, რომელსაც ელოდება სრულიად ოპოზიცია, ჩატარდება და მიიღებს მონაწილეობას, პირდაპირ “ქართული ოცნების” ხმებზე ზის. რუსეთი დაუჭერს მხარს, ამერიკა დაუჭერს მხარს, ამას ვნახავთ. რა თქმა უნდა, ყველა ვერსიას და მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ სინამდვილეში რა მოხდება, როგორ მოხდება, აგერ ვართ ყველანი”-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დასმულ კითხვაზე,  ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ სივრცეში რა მოხდება, ზვიად ძიძიგურმა უპასუხა: “შეცვლის”.

კითხვაზე,  ვის სასარგებლო და ვის საზიანოდ? – ზვაიდ ძიძიგურმა უპასუხა:

“ოპოზიციის ხმებზე გახარია როგორ უნდა დაჯდეს? მე პირადად მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე უკვე არის მზად იმისათვის, რომ “არც ბიძინა დ აარც მიშა” ასეთი ტიპის კონფიგურაცია, თითქოს შეკვეთილიც კი არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ვფიქრობ, ამ პოლიტიკურ კონფიგურაციაში გახარიას მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იქნება, კვირიკაშვილისაც, მარგველაშვილისაც. ადამიანების, რომლებსაც რაღაც ტიპის ადამიანებზე გავლენები აქვთ. ამ არჩევნებმა, ბოლო პერიოდის ბატალიებმა, ყველა პარტიამ, რომელმაც შედეგი აჩვენა არჩვენბეში, თავისი ამომრჩეველი გამოკვეთა. თუკი პოლიტიკური კონფიგურაცია “ოცნების” ხმებს წამოიღებს, ასე ვთქვათ რაღაც რაოდენობით, არ ვფიქრობ, რომ თუ ეს კონფგურაცია დაჯდება, გახარია ოპოზიციის ხმებს წამოიღებს, ის ცალსახად “ოცნების” ხმებზე ზის” -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share