„გახარიამ რაც დაანონსა, ეს არ არის შემთხვევითი. არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“ ახლოს გავლილ მაღალჩინოსანთან, ეს თემა გამორიცხეთ. საერთოდ სხვა ტიპია გახარია, ვიდრე მარგველაშვილი, ამხელა ტვირთი გიორგი მარგველაშვილს მხრებზე არ ჰკიდია, ამიტომ არ მინდა მარგველაშვილი შევადარო გიორგი გახარიას”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.
“როდესაც შენ ამხელა ტვირთი გაქვს მხრებზე და შენ დროს მოხდა თვალების დათხრა, სულ ცოტა სიჩუმე გადევს მხრებზე და მერე ამ სიჩუმის გამო დაგაწინაურეს და მერე კიდევ ხელი გაქვს მოწერილი ქართული მიწის 99 წლით გასხვისებაზე – პაპამისის მიწა გაასხვისოს ჯიგრულ, ქართულ პონტში. მან იბრძოლოს მაღალი თანამდებობის დასაბრუნებლად და ქართველებმა იბრძოლონ სახელმწიფოს დასაბრუნებლად?! – ძალიან დიდი ბოდიში, მოიბოდიშოს და სახლი არსებობს ბოდიშისითვის. ახალგაზრდებმა უნდა ჩაიბარონ დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების სახელმწიფო, რომელიც გააპარტახეს და კორუფციაშია ჩაფლული და ჯიგრულ ქართულ პონტში იყო კორუფცია, რომელიც გახარიამ „გააპრავა“. მთავარია, რომ ახლა ოპოზიციამ კორექტივი შევიტანოთ საკუთარ თავში, ერთმანეთს მოვუსმინოთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჭკუაზე ნუ ივლიან და თუ შეიძლება ხალხის ნება რაც არის – შევთავაზოთ დასავლური ვექტორის პარტიები და არა განულებული და რუსული ვექტორის პარტიები“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.