აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 23 მარტს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერისმოსმენა გაიმართება. სხდომაზე შეფასდება და განიხილება დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში.
სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი გაუძღვება. შაჰინი მრავალი წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აკვირდება და ეხმიანება. მოსმენის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები – ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.