გამოძიებამ დაადგინოს საბანაძის ბრალეულობა. რომელმაო არ მკითხოთ, იმან, რომლითაც მის დასჯას ითხოვდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია – ასე უნდა იქცეოდეს ნებისმიერი თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე. რატომ უფრო ადრე არა? ყველ;აფერს აქვს შესაფერისი დრო. ის წავიდა მაშინ, როცა უნდა წასულიყო და საკმაოდ კარგი – პოლიტიკური ტექსტით.
ცხადია, საბანაძის მისამართით განხორციელებული მედიაბულინგი – რაღაც ეტაპზე ძნელი გასარჩევიც კი გახდა რა იყო სიმართლე და რა ტყუილი – მიმართული იყო გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
ისიც ცხადია, რომ ოპოზიციას საკუთარი მიზანი ქონდა გახარიას დასასუსტებლად, ხელისუფლების ერთ ჯგუფს თავისი და ორმა ძალამ ერთიანად “ურტყა” გახარიას.
ფარსმანის მონაყოლი გახსოვთ, კოკას როგორ ტეხდნენ ბავშვები? განა კოკას ესროდნენ ქვებს, არამედ კედელს და ასხლეტილი ქვა ამტვრევდა კოკებს.
რა მოიგო ოპოზიციამ ამ კამპანიით? არც არაფერი – მე თუ მკითხავთ წააგო. გახარია მხოლოდ ოცნებას არ უყოფს ხმას. მათაც ბლომად წაართმევს.
რა მოიგო ხელისუფლ;ების იმ ჯგუიფმა, რომელიც გახარიას ებრძოდა და დღესაც ებრძვის (ივანიშვილის ფეიჯზე გუშინდელი “აღფრთოვანება” რატომ გადაწყვიტეს და როგორ, ამას ნეტავ როდის მიხვდება ოპოზიცია. მით უფრო იმ ფონზე, რომ რაც წავიდა “ოცნების” ოფისში მისი გინებითაა ყველა დაკავებული) – არაფერი, წააგო რეალურად და ამ წაგების შედეგსაც ვნახავთ.
ჰო, საბანაძეს დავუბრუნდები – არ ვიცი როგორი ადამიანია ის, მაგრამ ცხადია, რომ კარგი მეგობარია, რადგან გახარიას გამო ამდენს გაუძლო. ეტყობა გონიერი ადამიანიც არის, რადგან სწორ დროს გააკეთა გადადგომის განცხადებაც.
—
ჰო, გუშინ რაც მომხვდა ყველაზე მეტად თვალში საცემი იყო – გახარია რუსეთის პროექტია. ამას ისედაც დიდი ხანია ვისმენთ… ანუ რუსეთის სპესამსახურებში იდიოტები მუშაობენ და საკუთარი “აგენტის” კონსპირაცია და პოლიტიკაში ისე შემოყვანა ვერ შესძლეს.
ყველა გენიოსები ვართ ამ ქვეყანაში იმ დონემდე, რომ “ქუხნაში” ვუშიფრავთ აგენტებს რუსებს”.-წერს ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.