პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა 13%-მა, შემოსავალი შეუმცირდა 12%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი [NDI] საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა. გამოკითხულთა 12% კი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ შემოსავალი შეუმცირდა.

გამოკითხულთა 43%  აცხადებს, რომ არ მუშაობდა არც პანდემიამდე და კვლავაც უმუშევარია. კვლევა, ასევე, შეიცავდა კითხვას ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო გეგმაზე. გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ პანდემიის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეფექტური იყო. საპირისპირო აზრზეა გამოკითხულთა 37%.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "ამ ურთულეს კრიზისს ვერაფერი უშველის, სამართლიანი არჩევნების გარდა"ზუსტად 30 წლის წინ საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების 90-მა პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. თითქმის 99%-მა პროცენტმა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, რის საფუძველზეც მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს არსებობა ოფიციალურად დასრულდა და საქართველოს  დამოუკიდებლობა აღდგა. ეს ყველაფერი თითქოს ერთ დღეში მოხდა, თუმცა რეალურად 3 ათწლეულის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "სრული კრეტინიზმია რაღაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის"მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტვ პირველის  საკითხს  ეხმიანება და ამბობს, რომ  პროკურატურის მოთხოვნას TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის და აღარც მოთხვნა  და სრული კრეტინიზმია რაღაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის.  "პროკურატურის მოთხოვნას TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    საქართველო - ორმაგი სტანდარტის ქვეყანაზოგადად, ორმაგი სტანდარტი კაცობრიობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა - ადამიანების გაყოფა „თავისიანებად" და „სხვისებად" არავისთვის და არსად უცხო არ ყოფილა. მეტიც, სწორედ ამ გაყოფის საფუძველზე შეიქმნა კლანები, ტომები, ერები, და ბოლოს - სახელმწიფოები. რომ არა ეს ჯოგური ინსტინქტი, ადამიანი დღეს ველური, განუვითარებელი, და მარტოობაში მოხეტიალე ცხოველი იქნებოდა - მაგალითად, როგორც ლეოპარდი. „შენიანი"…
    Tags: და, რომ, არ, კი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა