დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა ვაშლიჯვარში, მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა.
დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მეწყერი დღეში დაახლოებით 5სმ-ით გადაადგილდება.
სეისმოლოგები გზის სამშენებლო პროცესების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.
“არავითარ შემთხვევაში აქ მსგავსი სამშენებლო ჩარევა არ უნდა მომხდარიყო. სისტემა დაძრულია და მოძრაობს მეწყრის ტანის მოძრაობის სიჩქარე არის 5-სმ დღეში. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი ციფრია. ჩვენ ახლა ვაპირებთ აჩქარების გაზომვას, იქნებ პირველი შედეგები დავდოთ – ამბობს გოდოლაძე