„ამის მიუხედავად დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებთ. ახალი მოლაპარაკებები იქნება და იმედია, ახლა მაინც დაიცავენ შეთანხმებას. როცა ქვეყანას ისეთი პოლიტიკოსი ჰყავს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლარიზაცია ვერ დასრულდება. ამ კაცს უნდა იჯდეს სუფრის თავში, ან არევაზე იფიქროს. ხალხმა ეს მანდატი არ მისცა. გასაოცარი სხვა რამეა – ერთადერთი შემთხვევაა, რომ პარტია და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც სისტემურ წამებას საფუძველი ჩაუყარეს და დააკანონეს, ეს პოლიტიკოსები პოლიტიკურ არენაზე დარჩნენ და კიდევ პრეტენზია აქვთ, ქვეყნის სათავეში მოვიდნენ. მსოფლიოში მსგავსი რამე არ მომხდარა და კარგი იქნება, თუ ჩვენი პარტნიორები ამ ყველაფერს ამ ჭრილიდან შეხედავენ და მაშინ ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდება – გამოჩნდება, რომ არსებობს არა პოლარიზება, არამედ ის, ვინ არის პოლარიზაციის სათავე“, – აღნიშნა სუბარმა.
ამ კაცს უნდა, სუფრის თავში იჯდეს, ან არევაზე იფიქროს – სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილზე
ოპოზიციამ ყველანაირი შეთანხმება დაარღვია, როცა მოლაპარაკებების შემდეგ ტყუილ-მართალზე ისაუბრა და რაც საჯაროდ გამოიტანა, ნაწილი ტყუილი იყო, ნაწილი მართალი და ასევე იყო მოგონილი თემებიც, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა.