თქვენ “კანალებს” მიხედეთ და ქვეყანა კანალიზაციას ნუ დაამსგავსებთ!- გრიგოლია კობახიძეს

ტელეწამყვანის თქმით,  ეს მოსმენილი აქვს მათგან “ოცნებამდე” რომ იყვნენ ხელისუფლებაში და მთლად რუსეთის აგენტებს ეძახდნენ.

“ახლა კი ამ “კანალების” მოყვარულ ბიჭს მინდა მივმართო, “პერვი კანალი” რომ გვიწოდა, ვითომ რაღაც ქვეტექსტით: ირაკლი ბატონო, ეგენი უკვე მოსმენილი გვაქვს, თქვანამდე რომ იყვნენ ხელისუფლებაში, აი იმ ადამაიანებს ჩვენი ჩვენი შეკითხვები რომ არ მოსწონდათ, მთლად რუსეთის აგენტებს გვეძახდნენ. აქამდე თქვენ მხოლოდ “ნაციონალებს” გვიწოდებდით, როცა ჩვენი დისკრედიტაციის დავალებას იღებდით ერეკლეს მოედანზე. ახლა თქვენც რუსულ იარლიყებზე გადასულხართ. რომ გითხრათ მე პირადად-მეთქი თქვენი სიტყვები, მოგატყუებთ. თქვენ ხომ თქვენთვის საყვარელ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი. იმ კაცის მშობლიურ ენაზე გააკეთეთ ეს კომენტარი “პერვი კანალი” როცა თქვით, გავრილოვი რომაა გვარად და შამპანურის ბოკალს რომ უჭახუნებდით ორიოდე დღით ადრე, ვიდრე გავრილოვის სისხლიანი ღამე დატრიალდებოდა.

თქვენ ხომ ამ ქვეყანაში გავრილოვის ჩამოყვანას და მერე პარლამენტში მისვლას თავადაც აუნთეთ მწვანე. მერე ყველაფერი ზაქარია ქუცნაშვილს რომ დააბრალეთ. “კანალები” თქვენს გარშემო მოიკითხეთ ბატონო ირაკლი და მართლა კანალიზაციად ნუ გადააქცევთ ყველაფერს, რაც გულწრფელად გირჩევთ ისევ თქვენთვის, რომ იქნებ რამე შეისმინოთ, რომ გირჩიოთ, თორემ თქვენისთანები იმდენი მინახავს პირადად მე, ვერც კი დაითვლით. თავადაც რომ არ ახსოვთ, როდესმე მართლა იყვნენ ხელისუფებაში თუ არა.

როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და შენ “ნაც-ქოცური” ისტერიკა გაქვს ატეხილი, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე საფრთხეშია იმ მომენტში, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა იმ მომენტში ვერაფერს ხედავ და სულ არ გადაედებს მძევლების ბედი. თავისუფალი მედია რომ არ ჰაყვდეს ამ ქვეყანას, კი ვიქნებოდით მართლა კანალიზაციაში თავისი საბჭოთა კავშირით, ასე რომ მოსწონთ ძიერთა ამა ქვეყნისა. ხოდა საქმეს მიხედეთ და თქვენს “კანალებს”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    TI: ხელისუფლება ივანიშვილის გავლენის ქვეშაასაერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
    Tags: და, არ, რომ
  • 93
    „გურული დონკიხოტი „- ვინ არის აქტივისტი ქალი, რომელიც რეგიონის ბუნებას ხმალამოღებული იცავსირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
    Tags: და, რომ, არ
  • 93
    "მე საკუთარი თავი შევიყვარე"- ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალის შეცვლილი ცხოვრება 30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო  თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…
    Tags: და, არ, რომ
  • 89
    "ხალხი ნაგავში იქექება, გავსებულია მათხოვრებით ქვეყანა" - სიდუხჭირე და გურიახელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის დღიდან დღემდე, მხოლოდ, წაქცეული ლარი, დაქცეული ეკონიმიკა, გაზრდილი უმუშევრობა და ფასებისა და გადასახადების ზრდა მივიღეთ და აგერ უკვე მერვე წელია უკეთესი ცხოვრების მოლოდინში, ისე გატეხა ხალხი წელში ცხოვრებასთან ყოველდღიურმა ბრძოლამ და უიმედობამ, რომ მთავარ კითხვაზე "გვეშველება რამე"?! პასუხად ან თავის გადაქნევას, ანაც ხელის ჩაქნევას ვიღებთ. ხელისუფლება…
    Tags: და, არ, რომ