ეს არის გადამწყვეტი მომენტი საქართველოს დემოკრატიისთვის. ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა, სახდეპის წარმომადგენელმა ჯორჯ კენტმა განაცხდა. მისი თქმით აშშ-მ, როგორც საქართველოს მეგობარმა და მოკავშირემ უნდა იმსჯელოს მის პრობლემებზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მმართველი პარტია ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადახვევას იწყებს.
“აშშ-მ, როგორც საქართველოს მეგობარმა და პარტნიორმა, გულწრფელად უნდა ისაუბროს და იმსჯელოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ლიდერები, მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქაფრთველოს საკითხზე მსჯელობენ.
„საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა“, – ასე ქვია საკითხს, რომელზსაც სენატის ქვეკომიტეტი განიხილავს.