იან კელი: “თუ პარტიები სიტუაციის განეიტრალებას ვერ შეძლებენ, მივიღებთ რეჟიმს”

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწესთან, დევიდ კრამერთან ერთად გერმანიის მარშალის ფონდში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ანგარიში წარადგინა.

როგორც იან კელი ამბობს, აუცილებელია, რომ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი მალე გადაიჭრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან არადასავლური სტილის მმართველობას მივიღებთ.

“გაზვიადება არ იქნება თუ საქართველში მიმდინარე მოვლენებს კრიზისს ვუწოდებთ. საქართველოს აქამდეც უნახავს ძალაუფლების აკუმულირება ერთი პარტიისა და ერთი ადამიანის ხელში. ჩვენ ეს ვნახეთ გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროს, მაგრამ ვფიქრობ ახლანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და შეიძლება მივიღოთ გაცილებით უფრო დამაზიანებელი შედეგი. თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეძლებენ სიტუაციის განეიტრალებას და ოპოზიციური პარტიებს არ მიეცემათ პარლამენტში შესვლის საშუალება, მივიღებთ ძალიან არადასავლური სტილის ხელისუფლებას, მივიღებთ რეჟიმს.

არ შეიძლება პარლამენტში იყოს მხოლოდ ერთი პარტია. მოკლე ვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, რომ პარლამენტში იყოს ოპოზიცია და ოპოზიციური ხმა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ყურადღება უნდა მიექცეს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რადგან საქართველოში სასამართლო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა იან კელიმ. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 90
    "რისთვის დასჭირდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სამშობლოსა და სახელმწიფოზე საუბარი?"ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და  სოციალუ ქსელში წერს: "სამშობლო თუ სახელმწიფო - ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს... ბოლო დროს დიდი დისკუსიაა გამართული სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ყველას - მასში ჩართულ თუ ნეიტრალურ პირებს, შედეგად - საქართველოს. ასეთ ვითარებაში ახალი საზღვრის გავლება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორს მეტად…
    Tags: და, არ, სახელმწიფო, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    საქართველო - ორმაგი სტანდარტის ქვეყანაზოგადად, ორმაგი სტანდარტი კაცობრიობისთვის დამახასიათებელი მოვლენაა - ადამიანების გაყოფა „თავისიანებად" და „სხვისებად" არავისთვის და არსად უცხო არ ყოფილა. მეტიც, სწორედ ამ გაყოფის საფუძველზე შეიქმნა კლანები, ტომები, ერები, და ბოლოს - სახელმწიფოები. რომ არა ეს ჯოგური ინსტინქტი, ადამიანი დღეს ველური, განუვითარებელი, და მარტოობაში მოხეტიალე ცხოველი იქნებოდა - მაგალითად, როგორც ლეოპარდი. „შენიანი"…
    Tags: და, რომ, არ, ეს, კი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 89
    პრორუსული ორიენტაცია - საქართველოს დასასრულისაქართველოში პრორუსული ფლანგის ბოლოდროინდელი აშკარა გააქტიურების ფონზე, აუცილებელია ამ ბანაკის რიტორიკის და არგუმენტების გულდასმით შესწავლა. ერთი შეხედვით, ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, რადგანაც ოკუპანტი ქვეყნის რამენაირი „გაპრავების" მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს - ოღონდ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საოცარი უპრინციპობით გამოირჩევა - ნუ მიიღებთ სერიოზულად გამოკითხვების შედეგებს…
    Tags: და, ეს, არ, უნდა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა