გერმანიაში 350 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 436 მოქალაქეს სურს

გერმანიაში დასაქმება უკვე საქართველოს 97436 მოქალაქეს სურს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება მიმდინარეობს.

გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული. სპეციალურ პორტალზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. აპრილის დასაწყისში კი, შერჩეულ კანდიდატთა კონკრეტული რიცხვი ცნობილი გახდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share