ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
მათი თქმით, ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 8%-ით, ხოლო მსხვერპლის რიცხვი 3%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციის განცხადებით, უკვე მეოთხე კვირაა მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა აღინიშნება, რაც საყურადღებო ინფორმაციაა. პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 124.8 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 2.7 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა