ქართული ოცნების დეპუტატი და ექიმი ლადო კახაძე ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა. კახაძემ ვაქცინა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
“არანაირი შეგრძნება არ მაქვს, განწყობა კარგი მაქვს და მთავარია, რომ ამ შემთხვევაში თქვენთან ერთად ყველა ადამიანთან მივდივარ, ჩემს მოძმესთან, ჩემი ქვეყნის ბინადართან, დედამიწის ბინადართან, ყველასთან თხოვნით მივდივარ, რომ ჩვენი თანადგომა, ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა გზაა, რომ დავძლიოთ დიდი გამოწვევა”, – თქვა ლადო კახაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.