თუ თქვენ გინდათ იპოვნოთ ბედნიერება, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე და გადაერთეთ შინაგან სიხარულზე, რომელიც მოაქვს ძალისხმევას.
⚫ არასდროს ეცადოთ მტრებთან ანგარიშსწორებას, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ.
⚫ მოიქეცით გენერალ ეიზენჰაუერის მსგავსად: არასოდეს არც ერთი წუთი არ იფიქროთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებზე.
⚫ არ გააკრიტიკოთ, არ განსაჯოთ, არ იწუწუნოთ.
⚫ გახსოვდეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე შეიძლება ბოლომდე მართალი არ იყოს, მაგრამ ის ასე ფიქრობს. ნუ განსჯით მას.
⚫ შეძელით დადგეთ სხვა ადამიანის პოზიციაზე და გაიგოთ, რა უნდა მას და არა თქვენ. ვინც ამას შეძლებს მასთან მთელი სამყარო იქნება.
⚫ თუ ადამიანი ცდილობს გამოგიყენოს თავისი მიზნებისთვის, ამოშალე ის შენი ნაცნობობის სიიდან.
⚫ თუ ბედი მოგართმევს ლიმონს, გააკეთე მისგან ლიმონათი.
⚫ იყავი დასაქმებული. ეს ყველაზე იაფი წამალია დედამიწაზე და თანაც ერთ-ერთი ეფექტური.
⚫ ისე მოიქეცი, თითქოს უკვე ბედნიერი ხარ და ნამდვილად გახდები ბედნიერი.