თეა წულუკიანის უწყება კულტურის კოდექსის შექმენაზე იმუშავებს. ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი და დღეს უკვე მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია უხელმძღვანელებს.
„კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სასამართლოს სისტემაში პრაქტიკული, მნიშვნელოვანი გამოცდილება. იოსენ ბაღათურია იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში საქართველოს კულტურის კოდექსის შექმნის პროცესს ჩაუდგება“, – განაცხადა წულუკიანმა.