კობა დუნდუა “ქართული ოცნებიდან” დაითხოვეს – მას გიორგი ღურჯუმელიძე ჩაანაცვლებს

მმართველმა პარტიამ, “ქართული ოცნების” გურიის კოორდინატორის თანამდებობიდან კობა დუნდუა გაანთავისუფლა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციიდან აცნობეს.

ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე დაინიშნა.

მიზეზები, თუ რტომ დაითხოვეს კოორდინატორის თანამდებობიდან კობა დუნდუა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მისი გაშვების მიზეზად სუსის ყოფილ მაღალჩინოსანთან, სოსო გოგაშვილთან ურთიერთობა სახელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share