“ნეტა ნათქვამისთვის აზრის დატანებას ვისწავლიდეთ ოდესმე”

“განსაკუთრებით ის ხალხი მიყვარხართ, ვინც ამბობს, სენატში თქვეს, ოპოზიციის ბოიკოტი არასწორია და აი, ხომ ვამბობდით რომ არასწორიაო. რომ არა ოპოზიციის ბოიკოტი არც სენატში, არც ევროკავშირში და არც არსად საქართველოს პრობლემების ხსენება არ იქნებოდა საერთოდ, არც ქართული დემოკრატიის გადასარჩენად დაირაზმებოდა ნახევარი მსოფლიო და ვიქნებოდით შესანიშნავად ივანიშვილის ჯიბის სუსის, პროკურატურის, პოლიციის, მოსამართლეების და 90 საპარლამენტო ღილაკის პირისპირ მარტოები. ნეტა ნათქვამისთვის აზრის დატანებას ვისწავლიდეთ ოდესმე”.-წერს ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share