თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპებით გაგრძელდა საქართველოში მე-3 ტალღა მალე, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების პარალელურად დაიწყება.
“თუ ასეთი შეფერხებით გაგრძელდა [ვაქცინაციის პროცესი] ზუსტად ეს არავინ არ იცის, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოხდება ევროპის ქვეყნების პარალელურად და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო. […] მესამე ტალღა იმ გაგებით, რა გაგებითაც ვგულისხმობთ, საქართველოში დაიწყება მალე, სამწუხაროდ, ახლო მომავალში, თუ უარს ვიტყვით ვაქცინაციაზე და პირბადეების ტარებაზე”, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს ახლა ორი სცენარი აქვს:
- უარს ამბობს სკეპტიციზმზე და ერთვება მსხვილმასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში, პარალელურად ვიცავთ რეგულაციებს.
- გრძელდება სკეტიციზმი, არ ვიცრებით, “დღეში 3-4 000 ადამიანი უნდა იცრებოდეს”.