ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაბა ნატანებში, სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა.
„ ინფიცირებული გვყავს სუფსის მუსიკალური სკოლის 6 პედაგოგი. თავდაპირველად ვირუსი ერთ-ერთ მათგანს გაუდასტურდა და როგორც ჩანს, მისგან მოხდა სხვა თანამშრომლების ინფიცირება. აღნიშნული ეპიდსიტუაციის გამო, სკოლამ ფუნქციონირება შეაჩერა.“ გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 53 შემთხვევა დადასტურდა.