“დასავლელი პარტნიორების პოზიცია თუ არ გამოიხატა საერთაშორისო სანქციებში ივანიშვილისა და მისი კლანის წინააღმდეგ, ამ მხარდაჭერას ეფექტი არ ექნება”

“საერთაშორისო აზრი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე აშკარად ოპოზიციურია და წარმოაჩინა ყველა ის დანაშაულებრივი სიმახინჯე რაც მთლიანად ანადგურებს დემოკრატიას და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. მაგრამ, ყველაფერი მაინც ქართველ ხალხზე და ოპოზიციის ჰიპერაქტიურ საპროტესტო მოძრაობაზე, ბრძოლაზეა დამოკიდებული. საერთაშორისო მხარდაჭერა მხოლოდ ბონუსია ჩვენი ბრძოლისთვის და ეს ძალიან კარგად უნდა გავაცნიბიეროთ.
გარდა ამისა, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო პოზიცია თუ არ კაპიტალიზირდა და გამოიხატა საერთაშორისო სანქციებში ივანიშვილისა და მისი კლანის წინააღმდეგ, ამ მხარდაჭერას ეფექტი არ ექნება. შესაბამისად, ოპოზიციის სამუშაო დიპლომატიურ ფრონტზე მთლიანად ამ მიზნისკენ უნდა იქნას მიმართული, მკაფიოდ და კონკრეტულად”.- წერს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში .
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share