“ენმ- ძალა ერთობაშიამ” დღეს ხონის- ვანის-სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.
ღონისძიებას პოლიტიკოსების გარდა ნანუკას მეგობრები, მასწავლებლები, მომღერლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ოლქის ამომრჩევლებს ნანუკას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ნანუკა ჟორჟოლიანმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დაპირდა, რომ იქნება ყოველთვის იქ, სადაც მათ დასჭირდებათ:
მე მინდა პარლამენტში წარმოგადგენდეთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს. ადამიანებს, რომლებიც მოხვედით, რომლებიც ვერ მოხვედით, რომლებიც შიშობდით, რომლებიც არ შიშობდით, ყველას. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ვიყო ყველას იმედი და მე მინდა ყველა დარწმუნებული იყოთ იმაში, როდესაც თითოეულ თქვენგანს პრობლემა ექნება, მე გავჩნდები იქ სადაც დამინახავს და დამიძახებს თითოეული თქვენგანი.
მე, ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ არ მნახავთ 4 წელიწადში ერთხელ, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ.
მე ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას, რომ არ დავიღლები თქვენი პრობლემების მოგვარებით, რაც უფრო მეტად სასოწარკვეთილი და ცუდად იქნებით, არ დამეზარება იმდენჯერ ჩამოსვლა, რამდენჯერაც დაგჭირდებათ თქვენ: ხონელებს, ვანელებს, სამტრედიელებს და წყალტუბოელებს და ყველაფერს გავაკეთებ თქვენი შვილებისთვის და მე, ნანუკა ჟორჟოლიანი საჯარო პირობას ვდებ, რომ არასოდეს არ ვიკითხავ ვისიანი ხარ, ვიკითხავ, რა გიჭირთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღარ გიჭირდეთ – მიმართა ნანუკამ შეკრებილ ამომრჩეველს.
მხარდამჭერებს სიტყვით ასევე მიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ძალიან, ძალიან გაგვიმართა ყველას ერთად, რომ ნანუკა იქნება თქვენი წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც იქნება დაუღალავი მშრომელი, დაუღალავი თქვენი ინტერესების წარმდგენელი. ყველამ ერთად ხელი უნდა ჩავკიდოთ 31-ში ჩვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მივიდეთ არჩევნებზე მშვიდად, წყნარად, უსაფრთხოების დაცვით და უკვე პირველ ნოემბერს გავიღვიძოთ ერთიან საქართველოში, – ამბობს ხატია დეკანოიძე