„მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტზე საქართველოს ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლების მოწვევას ითხოვს.
მიზეზი პენსიონერებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული 36%-ია.
ელისაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში 800 000 პენსიონერიდან მათ ნახევარს წინასწარ აქვს გამოტანილი, რის სანაცვლოდაც 36%-ის გადახდა უწევთ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხო აუციებლად უნდა გადაიხედოს და პასუხი გაეცეს.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ პენსიონერებისთვის საპენსიო სეხებზე დაწესებულ ამ აუხსნელ მაღალ პროცენტთან დაკავშირებით, დაინიშნოს საგანგებო საგანგებო სხდომა.
წარმოუდგენლად მაღალ პროცენტს ახდევინებს ლიბერთი ბანკი ისედაც მწირი შემოსავლების მქონე პენსიონერებს, საპენსიო სესხის აღებისას. ამ საკითხის ირგვლივ ბევრი შეკითხვა არსებობს. მაგალითად, რა არგუმენტებით უგრძელდება ხელშეკრულება „ლიბერთი ბანკს“ ვადის ამოწურვის შემდეგ, რატომ მოქმედებს საპენსიო სესხის აღებისას 36% და ა.შ. როგორც ჩანს, პენსიონერებზე ვიღაც ხელს ითბობს. ამიტომაც პარლამენტში ვითხოვთ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის მოწვევას, სადაც ჩაერთვებიან ეროვნული ბანკის, ლიბერთი ბანკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რათა ამ თემის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვაზე მივიღოთ პასუხები“, – აცხადებს ელისაშვილი.