როგორც სპირტული გამოცემა “ლელო” იტყობინება, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ორი სტადიონის განახლება იგეგმება. ერთ-ერთია ქობულეთის “ჩელე-არენა”, სადაც მონაწილე გუნდები ივარჯშებენ. ასეთივე დატვირთვა ექნება ლანჩხუთის სტადიონს და, აქედან გამომდინარე, გენერალური რეკონსტრუქცია “ევგრაფი შევარდნაძეზეც” იგეგმება.