როგორ შეიძლება თუ სამართლიანობაა, მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში იყოს და თავის პარტიასთან ერთად იბრძოლოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტარანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა, რომ რიგგარეშე არჩევნები წელსვე ჩატარდეს.
„არ გვაქვს დასაკარგი დრო და თუ ორივე მხარე – ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პასუხისმგებლობას გრძნობს, მაშინ ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ამიტომაა ვადამდელი არჩევნები საჭირო. ხოლო ვადამდელი არჩვენების მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩასატარებლად, როგორც მინიმუმ სამი პირობაა აუცილებელი – ქვეყანაში არ უნდა იყოს პოლარიზება და ხელისუფლება არ უნდა იჭერდეს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ტელევიზიის დამფუძნებელს. არ უნდა იყვნენ პოლიტიკური დევნილები. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც დევნილობაშია და არ აძლევენ საშუალებას, თანასწორ შანსიან კონკურენციაში დაუპირისპირდეს მთავარ ოპონენტს. აქეთაა ივანიშვილი, აქეთ უნდა იყოს სააკაშვილი – ეს არის სამართლიანი. თუ სააკაშვილი ვიღაცას არ უყვარს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენც არ გვიყვარს ივანიშვილი, მაგრამ ხომ არ ვამბობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. იმათ არ უყვართ მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ როგორ შეიძლება თუ სამართლიანობაა, მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში იყოს და თავის პარტიასთან ერთად იბრძოლოს?“,- განაცხადა ბარამიძემ.