ჩვენ კი არ აგვიყირავა ხელისუფლებამ მაგიდა, აუყირავა მედიატორებს – ჩარკვიანი

ის შემოთავაზება, რაც შარლ მიშელმა მაგიდაზე დადო ოპოზიცია პრაქტიკულად გლობალურად, პრინციპში ეთანხმებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

„არ მოიძებნება დიპლომატიური კორპუსი,  მან გითხრას, რომ რა კარგია, პარლამენტში არ შედიხარ. მაგრამ, ის ხელისუფლებას ჩამოუთვალა ზუსტად ის პრობლემები, რაც პრაქტიკულად შარლ მიშელმა ჩვენ მოგვაწოდა. ჩვენ კი არ აგვიყირავა ხელისუფლებამ მაგიდა, აუყირავა მედიატორებს. იმიტომ, რომ ის შემოთავაზება, რაც შარლ მიშელმა მაგიდაზე დადო ოპოზიცია პრაქტიკულად გლობალურად, პრინციპში ეთანხმებოდა,“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share