“ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა, ამას დამანგრეველი შედეგები ექნება”

პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა და სრულიად ცხადია, რომ ამას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები.

“ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა.
სრულიად ცხადია, რომ ამას შესაძლოა ჰქონდეს გრძელვადიანი დამანგრეველი შედეგები.
ნაცვლად იმისა, რომ რაღაც მოიფიქრონ და იმოქმედონ, ჩვენი “მამები” ძირითადად დაკავებული არიან წუწუნით და უხარისხო დაშინებით.
თქვე კაი ხალხო, ხომ ხედავთ, რომ მორალის კითხვა და შეშინება არ მუშაობს, რადგან თქვენ გაფლანგეთ და ქარს გაატანეთ მთელი ნდობა, რაც პირველ ეტაპზე, როგორც ჩანს შემთხვევით და დაუმსახურებლად მოგანიჭათ ხალხმა.
ახლა ერთადერთი გზაა დადებითი სტიმულები შექმნათ.
სამკერდე ნიშანი მაინც გამოუშვით, რომელიც უფლებას აძლევს ვაქცინირებულ ადამიანს, მაგალითად გადაადგილდეს კომენდანტის საათის დროს, გადაადგილდეს პირბადის გარეშე (საკამათოა) და ა.შ.
კერძო სექტორს შეუმსუბუქოთ სამუშაო პირობები, თუ ყველა თანამშრომელი აიცრება და კიდევ ათასი რამის მოფიქრება შეიძლება.
იმოქმედეთ!…” -წერს გია ხუხაშვილი სოციალრ ქსელში Facebook.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share