აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, თქვენ ამას იმსახურებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კენი დეგნანმა განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით რას გადაწყვეტს პრეზიდენტი მიშელი, მე ვფიქრობ რომ ეს მხარდაჭერის უდიდესი გამოვლინებაა, როდესაც პრეზიდენტ მიშელის დონის ფიგურა დროს და ძალისხმევას არ იშურებს, თანამშრომლობს, პრემიერ-მინისტრთან ერთად აკეთებს მკაფიო გზავნილებს კომპრომისის საჭიროებაზე, შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე. მან გადაწყვიტა რომ ელჩი დანიელსონი დაბრუნდება საქართველოში რომ გააგრძელოს მხარეებთან მოლაპარაკების პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება.
აშშ გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩვენი სურვილია საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, მიაღწიოს წარმატებას პოლიტიკურად, როგორც ძლიერმა დემოკრატიამ და განვითარებული ეკონომიკით, თქვენ ამას იმსახურებთ. და აშშ, თქვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამისათვის,” – აცხადებს კელი დეგნანი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.