ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის ტერიტორიულ ორგანოს რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ გამგებელი (ოზურგეთის მერის წარმომადგენელი) დაენიშნა.
ამ მოვალეობას მესამე დღეა ამავე ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი გელა სალუქვაძე ასრულებს.
იგივე სალუქვაძე ძიმითში გამგებლის მოვალეობას ბოლო რამდენიმე წელია ასრულებდა მაგრამ ოზურგეთის მერი მას ამ თანამდებობაზე არ ნიშნავდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ მერმა კოტე შარაშენიძემ, მთავარ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა: “სოფლის გამგებლად არ დაინიშნები და მოვალეობის შემსრულებელი იქნები მანამ, სანამ ცოლს არ მოიყვანო”..
ჰოდა მოსწყინდა გელა სალუქვაძეს მარტო სიარული თუ მოვალეობის შემსრულებლობა და გულისწორი მეზობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის მკვიდრი იპოვა…
მერმაც პირობა შეასრულა და ნიშნობის დღეს ბრძანებაც დაიწერა.
რამდენიმე დღეა ოზურგეთის მერს სალუქვაძეების ოჯახიდან ლოცავენ.. ხუმრობა ხომ არაა 40 წელს გადაცილებულმა კაცმა როგორც იქნა ახლობლების, განსაკუთრებით დედის ოცნება აასრულა და დაოჯახდა.
ასე დასრულდა ძიმითში რამდენიმე წლიანი “უგამგებლობის” ისტორია.