გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. დაჭრილია კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც გურჯაანის კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ უთანხმოებას უკავშირდება.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.