„ფაიზერის“ ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც უკვე საქართველოშია, სამ დიდ ქალაქში გადანაწილდება და 6 კლინიკაში იქნება შესაძლებელი ვაქცინაცია.

ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის თითო კლინიკა ბათუმსა და ქუთაისში შეირჩა, ხოლო 4 კლინიკა თბილისში.

მინისტრის ინფორმაციით,“ფაიზერის“ ვაქცინის დოზები 14 ათასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

„დიდხანს ველოდეთ „ფაიზერის“ ვაქცინას და ის არის საქართველოში. დოზა უცვლელი შემოვიდა, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით – 29500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 ათასი პირისთვის, გამომდინარე იქედან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული პირველი ვაქცინის შემდეგ 3-4 კვირაში, მეორე ვაქცინამდე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში“ მეორე ნაკადზე დალოდება. რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ისიც, რომ ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება სამ დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში – ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკებია – ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share