პაპუაშვილი: “გირჩთან” მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, შემოსვლაღა დარჩენიათ”

“ქართულ ოცნებასა” და “გირჩს” შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს – აცხადებს შალვა პაპუაშვილი და “გირჩის” მხრიდან ახლა უკვე პარლამენტში შესვლას ელოდება.

“გირჩთან” მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. გუშინწინ მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, შემდეგი ნაბიჯი ისღა დარჩათ, რომ შემოვიდნენ და განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება. იმედი მაქვს, რომ ამ ნაბიჯსაც გადადგამენ. საუბარი მიმდინარეობს. არ არის დაკონკრეტება საჭირო, მაგრამ კონტაქტი არის”, – ამბობს პაპუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share