აშშ-ის ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შტატის გუბერნატორმა რალფ ნორტამმა სიკვდილით დასჯის ოფიციალურად გაუქმების შესახებ კანონმდებლობას გუშინ მოაწერა ხელი.
„სამართლიანობა და სასჯელი ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილით დასჯა არსებითად არასწორია”, – განაცხადა გუბერნატორმა ხელმოწერის დროს.
აღსანიშნავია, რომ ვირჯინია აშშ-ის 23-ე შტატია, სადაც სასჯელის ეს ზომა გაუქმდა. სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეიცვლება.
შტატში, საერთო ჯამში, სიკვდილით დასჯის 1 390 შემთხვევაა დადასტურებული.