ოცნება წარმატებული გუნდია, აწი თუ შემოგვემატება წევრები, თორემ არავინ წავა

 ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას ქართული ოცნების მოქმედი წევრების გიორგი გახარიასთან შესაძლო გადასვლაზე, ასე უპასუხა: “მე არ ვიცი ბატონი გახარიას გეგმების შესახებ – მწირი ინფორმაცია გაახმოვანა. რაც შეეხება ოცნებიდან ვინმე სადმე წავიდეს – ოცნება არის წარმატებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა სტაბილურობა, წარმატება, რომ 2024-ში გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, მესამედ მოიგო არჩევნები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ცნო, როგორც დემოკრატიული და თავისუფალი. აწი თუ შემოგვემატება წევრები, არა თუ ვინმე წავიდეს სადმე სხვაგან”.-უპასუხა თურნავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share